საცობები, რიგები მეტროს შესასვლელეთან და გადავსებული ავტობუსები - კოლაფსი თბილისის ქუჩებში

19.09.22 18:53
საცობები, რიგები მეტროს შესასვლელეთან და გადავსებული ავტობუსები - კოლაფსი თბილისის ქუჩებში

გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საცობები და სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქში - თბილისში გადაადგილება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მგზავრებს საცობში ისევე უწევთ დგომა, როგორც ადრე, პიკის საათის დროს იდგნენ. ექსპერტები და პოლიტიკოსები არსებულ მდგომარეობას მერიის მიერ, არასწორ დროსა და ადგილას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აბრალებენ, რომლებიც სიტუაციას გამარტივების ნაცვლად, პირიქით, უფრო ამძიმებენ.

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ამბობენ რომ ეს არ არის ერთჯერადი სახის ხარვეზი, რომელზეც საუბარი არ ღირს, არამედ ეს არის პრობლემა, რომლის რეალური მიზეზებიც მერიაში გაბატონებულ კორუფციაში, არაპროფესიონალი ადამიანების მიერ შედგენილ პროექტებსა და პარტიული ნიშნით აყვანილ თანამშრომლებშია.

თუ ადრე მოქალაქეები ქალაქში არსებულ საცობებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით აღწევდნენ თავს, ახლა ეს, ფაქტობრივად შეუძლებელია, მეტროების შესასვლელთან მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი იმისთვის რომ ვაგონამდე მიაღწიონ. ანალოგიური სიტუაციაა ავტობუსებშიც, "ბასლაინები", რომლებიც მერიამ სახელდახელოდ, შეუსაბამო ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიებზე გამოყო, უბრალოდ არ მუშაობს. რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და მეტად ტვირთავს თბილისში საგზაო მიმოსვლას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები