უკანონო თვალთვალი და მიყურადება - ომბუდსმენი გამოძიების დაწყებას ითხოვს

20.09.22 11:22
უკანონო თვალთვალი და მიყურადება - ომბუდსმენი გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ნოდარ მელაძის "შაბათის ეთრში " გასულ სკანდალურ რეპორტაჟს საქართველოს სახლხო დამცველი საგანგებო განცხადით ეხმაურება.  სამოქლაქო აქტივისტების, ოპოზიციის ლიდერების უპრეცედენტო თვალთვალის, მათი გადააგილების კონტროლი და უკანონო  მოსმენების საქმეზე ობუდსმენი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პარალელურად, სახლხო დამცველი ევროპულ სასამართლოს მიმართავს, საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც სუსი მიერ  ფარულ მიყურადებას ეხება,  პრიორიტეტულად განიხილოს.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში  პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.