კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა გრძელდება - სააპელაციო სასამართლო დღეს ნიკა გვარამიას საქმეს განიხილავს

20.09.22 11:31
კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა გრძელდება - სააპელაციო სასამართლო დღეს ნიკა გვარამიას საქმეს განიხილავს

სააპელაციო სასამართლო დღეს კიდევ  ერთი პოლიტიკური საქმის განხილვას იწყებს. ერთ საათში სხდომათა დარბაზში "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ელოდებიან. ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის საქმის განხილვას მოსამართლეთა კოლეგია  ზუსტად 12 საათზე დაიწყებს.

დღევანდელ პროცესზე მოუსმენენ არასამთავრობო სექტორსაც.  "დემოკრატიული ინიციატივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გვანცა წულუკიძე ირწმუნება, რომ მუხლი, რომლითაც "მთავარი არხის" დირექტორი 3 წლით და 6 თვით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ციხეში გაუშვა, უპრეცედენტოა. ირკვევა, რომ ამ მუხლით ბოლო 5 წელია "ოცნების" სასამართლოსაც კი პატიმრობა არცერთი პირისთვის არ მიუსჯია.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეები შესავალს სიტყვას იტყვიან. დაცვის მხარე ამბობს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სასამართლო პროცესის დასრულება ერთ დღეშიც შესაძლებელია. 

ნიკა გვარამიას საჩივრის განხილვის ვადა სასამართლოს უკვე დარღვეული აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, კარგია, რომ სასამართლომ გადმოწია 4 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა 20 სექტემბერს, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესშია რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამ საქმის განხილვა, ვინაიდან ნიკა გვარამია გასამართლებული იქნა გაყალბებული სისხლსი სამართლის საქმის საფუძველზე და ის პატიმრობაში მიყოფება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით. 

დღევანდელ სასამაღტლო სხდომაზე მხარეები დავიწყებთ უკვე საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას, ვიანდაინეს არის სააპელაციო სასამართლო, აქ არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, ამიტყო მხარეებს მოუწევთ შესავალი და დაკსვნითი სიტყვის თქმა. არ ვიცი, რამდენი სასამართლო სხდომა შეიძლება დასჭირდეს ამას, თუკი სასამართლო გამოძებნის საჭირო რესურსს და საკმარის დროს დაეუთმობს, შესაძლებელია ამს აქმის ერთ სხდომაშ დსრულებაც. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი შემადგენლობა განიხილავს ამ საქმეს, - თქვა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.