გორში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

20.09.22 12:14
გორში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

ავარია გორში - წმინდაწყლის დასახლებაში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი, მათ შორის პოლიციის თანამშრომელიც.

ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.