ბანკზე თავდამსხმელი ირწმუნება, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე წამზომია ჩართული (ვიდეო)
ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, რომელიც თავდამსხმელმა ბანკის შენობაში დაამონტაჟა, წამზომია ჩართული. ამის შესახებ ის მორიგ ვიდეოში საუბრობს.
"წამზომია ჩართული", - ეუბნება თავდამსხმელი მძევლებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი საათია, რაც ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელია შეჭრილი. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.