ულტიმატუმის ვადა იწურება - ბანკზე თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს პოლიციის უფროსი აწარმოებს

20.09.22 15:22
ულტიმატუმის ვადა იწურება - ბანკზე თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს პოლიციის უფროსი აწარმოებს

შეიარაღებული თავდახმა "საქართველოს ბანკზე" - 3 საათიანი ულტიმატუმის ვადა იწურება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები შეიარაღებულ თავდამსხმელთან დაწყებულია. მასთან მოლაპარაკებაზე იმერეთის პოლიციის უფროსი ზაზა ცხაკაია აწარმოებს. 

"პირველების" ინფორმაციით, ზაზა ცხაკაია პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს შეიარაღებულ პირთან.

შეგახსენებთ, რომ უკვე ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი  2 ლმნ. დოლარს, ვერტმფრენს, რუს ულ დროშას და ანკესს ითხოვს.