"თქვენ რომ გხედავთ, ჩვენ ცუდად გვექცევა" - მძევალი პოლიციას მიმართავს
ძარცვა "საქართველოს ბანკში" - მძარცველმა მძევლები შენობის ფანჯარასთან მიიყვანა. ახალ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი მძევალი პოლიციას მიმართავს დატოვონ პერიმეტრი.
"თქვენ რომ გხედავთ ჩვენ ცუდად გვექცევიან"- აცხადებს მძევლად აყვანილი ქალი.
მძარცველი ასევე შენობაში სიგარეტის შეტანას ითხოვს.
"ერთი "პაჩკა" სიგარეტი შემოგვიტანეთ ფთხოვთ"- აცხადებს ვიდეოში მძევალი.
სამხედრო ფორმაში ჩასმული შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვს. თავდამსხმელმა 12 მძევალი აიყვანა.