პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - სასამართლომ კობახიძის დედის ხანდაზმული სარჩელი დააკმაყოფილა
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - სასამართლომ "ტვ პირველის" წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის დედის ხანდაზმული სარჩელი დააკმაყოფლა.
"ტვ პირველის" ადვოკატის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებში გასაჩვრდება.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ გვყვას და ყველა ქმედება მიმდინარეობს ორკესტრირებულად სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად. გავასაჩივრებთ ზედა ინსტანციებში და თუ ეს საკმარისი არ იქნა აუცილებლად გავასაჩივრებთ ქვეყნის გარეთ. სასამართლომაც დაუქნია თავი და მიიღო მოარალული ზიანის სახით მიიღო ე.წ. სიმბოლური ციფრები“. - ამბობს ქეთევან ზანდუკელი.
რაც შეეხება თავად მოდავე ზაალიშვილს, ირაკლი კობახიზის დედა ამბობს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწვეტილება მიიღო.
სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწვეტილება. ერთი ფაქტიც კი არ იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი მათივე სასარგებლოდ. ამ სიუჟეტში წარმოდგენილი თითოეული განცხადება არის აბსოლუტური სიცრუე და ცილისწამება. მაკა ჩხლაძე არ უცდია ჩემთან დაკავშირება“ - ამბობს ზაალიშვილი.
თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომების გაყალბებაში დადანაშაულებული თამარ ზაალიშვილი "შაბათის ეთერს " ცილისწამებაში და მისი პოზიციის იგნორირებაში ადანაშულებს.
არადა კობახიძის დედას ამ ბრალდებას მისი ყოფილი თანშრომელი უყენებდა.
"შაბთის ეთერის " კითხვებს კი არაერთი მცდელობის მიუხედავად „ოცნების“ თავმჯდომარის დედამ არ უპასუხა.
ამას რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს. ამ ფაქტების მიუხედავად, სარჩელი რომელიც კობახიძის დედამ სამართლოში კანონდარღვევით შეიტანა „ოცნების“ მეგობარმა მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ სრულად დააკამყოფილა.