ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება - ქადაგიშვილი გაზრდილ კრიმინალს არ აღიარებს

20.09.22 15:48
ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება - ქადაგიშვილი გაზრდილ კრიმინალს არ აღიარებს

ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" მორიგ თავდასხმაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. მმართველი გუნდის წევრის თქმით, მსგავსი შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ხდება და ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მძმე კრიმინოგენული ვითარებაა.

ხდება ასეთი მოვლენები მთელ  მსოფლიოში და ხდება აქაც. ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არის მძიმე კრიმინოგენული ვითარება. აქედან გამომდინარე,ა სეთი დანაშაულებები ხდება და ამ დანაშაულების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა და ახლა 100%-ით დაზღვეული აქედან არავინ არ არის, სამწუხაროდ. ერთი იყო ეს ესებუა, რომელიც დღესაც ძებნაშია, მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებული იყო, თვითონ ბანკშივე ჩატარდა ეს ოპერაცია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და აქაც დამნშავე დასჯილი იქნება, - თქვა ქადაგიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი საათია, რაც ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელია შეჭრილი. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.