"დასაკარგი არაფერი მაქვს, ციხეში 25-30 წლის გატარებას არ ვაპირებ"- ბანკზე თავდამსხმელი
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმელი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნავს, რომ 25-30 წელი ციხეში არ ჩაჯდება.
თავდამსხმელი აცხადებს, რომ არ აპირებს, პოლიციას ჩაბარდეს:
მე 25-30 წელი ციხეში არ ჩავჯდები. ქალები გამოუშვა კი არა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ ახლა. შემოყარეთ ფული"- ყვირის ვიდეოში თავდამსხმელი.
შეირაღებული თავდამსხმელი შეთავაზებაზე, სამართალდამცველები ჩაენაცვლონ მძევლებს, უარს ამბობს და ისევ აფეთქებით იმუქრება.
თავდამსხმელთან კონტაქტზე სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე გავიდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა - შეიარაღებული თავდამსხმელი ისევ მილიონ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევში აფეთქებით იმუქრება. მძევლების ნაწილი შეუძლოდ გახდა.