ეჭვი მეპარება, რომ ეს პირი სამხედრო იყოს - სამხედრო ექსპერტი ბანკში შეჭრილ დამნაშავეზე
ეჭვი მეპარება, რომ მძარცველი სამხედრო ტიპი იყოს - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" ეთერში სამხედრო ექსპერტმა განაცხადა.
აკია ბარბაქაძეს ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას დამნაშავის სიარულის სტილი, დგომა და მოქმედება აძლევს.
სამხედრო ექსპერტი მიიცნევს, რომ მოლაპარაკებები დამნაშავესტან არასწორად ხორცილედება.
ეჭვი მეპარება, რომ ეს პირი სამხედრო იყოს, თავისი გადაადგილების მანერით, სამწყობროს კვალი არ ეტყობა მის მიხვრა-მოხვრას.
გარდა ამისა, ვხედავ ერთ რამეს, ესებუასგან განსხვავებით, ეს ადამიანი არ არის თვითდაჯერებული. ესებუას დროს თვით მძევლებშიც ნაკლები პანიკა იგრძნობოდა, აქ უფრო მეტი პანიკა იგრძნობა. ვფიქრობ, ეს არის არასწორი მოლაპარაკების გამო.
მომლაპარაკებელი ვინც ჰყავთ, ის გუნდი ან გამოსაცვლელია, ან არ არსებობს. - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
ქუთაისში ,,საქართველოს ბანკში" მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 2 მილიონი მოითხოვა.