სპეცოპერაცია წარმატებით დასრულებულდა, ერთი პირია დაკავებული - შსს ბანკზე თავდამსხმელის აყვანას ადასტურებს
სპეცოპერაცია წარმატებით დასრულებულდა, ერთი პირია დაკავებული - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში შინაგან საქმეშა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი კოვზიაშვილმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კომენტარი მედიასთან არა ვახტანგ გომალაურმა, არამედ მისმა თანამშრომელმა გააკეთა.
მისი თქმით, პოლიციელებმა 9 საათიანი ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. კოვზიაშვილი მძევლების გათავისუფლებასაც ადასტურებს.
შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დილით შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი 2 მლნ დოლარს ითხოვდა.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.