45 წლამდე მამაკაცი, სახელად დავითი - დადგენილია, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა
45 წლამდე მამაკაცი, სახელად დავითი - ცნობილია, ბანკზე თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა. "პირველებისთვის" რამდენიმე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. ერთ ერთი ვერსიით, რომელსაც ჯერ პოლიცია არ ადასტურებს, თავდამსხმელი ქუთაისში ბანკთან ახლოს ცხოვრობს და მისი ოჯახის წევრები უკვე ჰყავდათ დაკითხვაზე გადაყვანილი.
არსებობს მეორე ვერსიაც, თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ჰქონდა დიდი ფინანსური პრობლემები, თუმცა ამ ვერსიიდან არცერთს ამ დრომდე პოლიცია არ ადასტურებს.
შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დილით შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი 2 მლნ დოლარს ითხოვდა.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.