ბანკზე თავდამსხმელი იმერეთის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
პირველების ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ქუთაისში, იმერეთის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. პოლიციის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფებიან გათავისუფლებული მძევლებიც.
ადგილზე სასწრადო დახმარების ბრიგადის გამოზახება გახდა საჭირიო, რადგან რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე გათავისუფლებული მძევლების ახლობლებიც არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას.