,,საქართველოს ბანკში" დაკავებული გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენის მიოლოდინშია

21.09.22 11:23
,,საქართველოს ბანკში" დაკავებული გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენის მიოლოდინშია

,,საქართველოს ბანკში" დაკავებული პირი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის მკვიდრი, 37 წლის გრიგოლ ნარსია, ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და გამომძიებლებს ელოდება.

საქმის მოწმეები, რომლებიც ნარსიამ გუშინ მძევლად აიყვანა, იხსენებენ, რომ მათ კარგად ექცეოდა, არ იყო აგრესიული. 

ლევან ასათიანი ამბობს, რომ გუშინ 12-ის ნახევარზე დაინახა ადამიანი, რომელიც ჯინსის ქურთუკით შევიდა ბანკში და შესვლისთანავე კარებებთან დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ვიჯექი ჩვეულებრივად, რიგის ნომერს ველოდებოდი. როცა შემოვიდა, ხმაურზე მივაქციე ყურადღება. ფორმა ეცვა, ეს შევნიშნე. თავიდან ერთხელ იყო გასროლის ხმა. 

ბანკის თანამშრომელს სთხოვა ფეისბუქ ლაივის ჩართვა, მე უბრალოდ ტელეფონი გამოვართვი. იძახდა 2 მილიონი დოლარი სამ საათშიო, მეტს არაფერს.  არა მგონია, რომ შიგნით თანამზრახველი ჰყოლოდა. 

იმ ადამიანს არავის მოკვლა არ უნდოდა, ჰაერში გაისროლა ერთხელ. არანაირი ზედმეტი არაფერი უქნია, სიტყვიერადაც არ მოუყენებია შეურაცხყოფა გარშემო მყოფებისთვის. - ამბობს ლევან ასათიანი.

მოწმეები აღნიშნავენ, რომ დაკავებისას ნარსიამ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და ავტომატური იარაღიდან ცეცხლიც გახსნა. 

ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოხდა გრიგოლ ნარსიას დაკავება. მძევლები, რომლებიც დაკავების ბოლო წუთამდე მასთან იმყოფებოდნენ, დუმილის რეჟიმში არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი პოლიციამ 9 საათიანი  სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.  ის ტერორიზმში, ძარცვასა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაშია ბრალდებული  და უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაცვის პოლიციის ყოფილი  თანამშრომლი საქართველოს ბანკში გუშინ  შეიჭრა და 12 მძევალი  აიყვანა. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ბანკი, სადაც 9 საატის განმავლოაბში სავარაუდო დამნაშავე მძევლებს ატერორებდა, ახლა დალუქულია. საგამოძიებო უწყება კი გამოკითხვების სერიას იწყებს.