"ოცნებამ" კრიმინალთან ბრძოლა წააგო - ოპოზიცია
დაუსჯელობის განცდა, დანაშუალის წახალისება და კრiმინალების მეგობარი ხელსიუფლება - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გაზრდილი კრიმინალი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია. მათი თქმით, კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, მმართველი გუნდი ოპონენტების დევნით და თვალთვალით არის დაკავებული.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ კრიმინალთან ბრძოლა წააგო.
იძარცვება მანქანაები, არის დაყაჩაღების ფაქტები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან აქაც რაღაცნაირად შეფუთულია, ვითომ, რაღაცნაირად პოლიტიკურახსნას უპოვიან და აბრალებენ ხან ნაცებს, ხან მარსიანელებს, ხან იმას, ხან ამას... მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ პირობებში კრიმინალთან ბრძოლა წააგო, - თქვა უგულავამ.
გაყალბებულ სტატისტიკაზე და დამალულ დანაშაულებებზე საუბრობს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
სტატისტიკის გაყალბება მიმდინარეობს, დანაშაულის დამალვა მიმდინარეობს. მე არ ვიცი, ადამიანი არ მეგულება, რომელიც სადარბაზოში, ეზოში, უბანში ნარკოტიკულ საშუალებას არ პოულობს, შპრიცსარ პოულობს...,- თქვა სიჭინავამ.
"რეფორმების ჯგუფის" თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე პირდაპირ ამბობს, რომ კრიმინალს ხელისუფლება ახალისებს, როდესაც მათ არჩევნების დროს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, არჩევნების პერიოდში კარგად გამოიყენა კრიმინალური სამყარო საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, ასევე დაუსჯელობის სინდრომი აჩენს იმ განცდას, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება დანაშაულს სჩადიოდნენ კრიმინალების და ისინი არ იყვნენ სათანადოდ დასჯილი, - თქვა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "საქართველოს ბანკზე" მორიგი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ქუთაისში, მძარცველმა 12 მძევალი აიყვანა და სანაცვლოდ 2 მლნ დოლარს ითხოვდა. 9 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ყველა მძევალი უვნებელია.