ბანკზე თავდასხმელი წარსულში დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო - ახალი დეტალები

21.09.22 12:15
ბანკზე თავდასხმელი წარსულში დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო - ახალი დეტალები

სახლში, სადაც ქუთაისში ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია ცხოვრობს, სამართალდამცველები გუშინ, გვიან ღამემდე, საგამოძიებო მოქმედებებს ახორცილებდნენ.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მდებარე ნარსიას სახლიდან ამოღებულია მისი კუთვნილი პნევმატური იარაღი და პირადი ნივთები. 

მეზობლები აცხადებენ, რომ გრიგოლ ნარსია სახლში მარტო ცხოვრობდა, დედა საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული. თავად იყო უკონფლიქტო პიროვნება და მისთვის რამე უჩვეულო არასდროს შეუნიშნავთ. ეჭვობენ, რომ ნარსიას შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონოდა.

აქ გაიზარდა, ეტყობა, გაერეკა, იარაღი არსდროს ჰქონია. მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამგებელი ესწრებოდა. ჩემს მეუღლეს მონდომებია შესვლა ჩხრეკის დროს, მაგარმ ამის უფლება არ მისცეს, გამგებელია შიგნითო. 

ადრე მაგი პოლიციაში, დაცვაში მუშაობდა. სანამ ცოლს მოიყვანდა და მერეც ცოტა ხანი - ამბობს ,,ტვ პირველთან" ნარსიას მეზობელი.

მეზობლების ინფორმაციითვე, გრიგოლ ნარსიას ბანკზე თავდასხმისას რეალური ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰყონდა და ის, რაც მას ეკეთა, მულიაჟი იყო.