"გვინდა, რომ უკრაინელებს მეტი შეიარაღება ჰქონდეთ" - აშშ დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს

21.09.22 12:37
"გვინდა, რომ უკრაინელებს მეტი შეიარაღება ჰქონდეთ" - აშშ დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს

უკრაინის  წარმატებული კონტრშეტევის პარალელურად დასავლეთი უკრაინის დახმარებას ზრდის. დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს  ვაშინგტონიც. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში  თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა. ჯონ კირბის თქმით,   ვაშინგტონი უკრაინისთვის დამატებით 11 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკიმ უნდა მიიღოს. 

ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მიიღოს. მან უნდა გადაწყვიტოს, როდის დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მან თქვა, რომ ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს პროცესი დაიწყოს. მის ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონმა პუტინმა ნათლად თქვა, რომ ის არ არის დაინტერესებული ბრძლის შეწყვეტით. ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, დიპლომატიუყრი გადაწყვეტა ინქბოედა სასურველი ვარიანტი, მაგრამ ბევრად უფრო სასურველიიქნებოდა ბატონმა პუტინმა უბრალოდ შეაჩეროს ეს ომი დღეს. მას არ სჭირდება უკრაინაში ყოფნა, არასდროს სჭირდებოდა ეს. ასე რომ, მას შეუძლია ეს ომი დღეს დაამთავროს მოლაპარაკებების გარეშე. მან ამისთვის რუსეთის ჯარები უნდა გაიყვანოს ურკაინიდან და შეაჩეროს უკრაინელ ხალხზე ძალადობა. ჩენ კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მხარდაჭერას. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, იმდენ ხანს, რამდენიც აჭირო იქნება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, უკრაინას შეუძლია წარმატებას მიღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ისევე, როგორც ბძროლის ველზე. რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ არის პუტინის ზიზღი უკრაინის კულტურის მიმართ. ის ახორციელებს დარტყმებს სამოქალაქო სამიზნეებზე, რათა დასაჯოს უკრაინელი ხალხი ბრძლის ველზე მათი წარმატებული შეტევის გამო. დახმარების ახალ პაკეტში არის ყველა ის შეიარაღება, რომელიც ვიცით, რომ უკრაინელებს ძალიან სჭირდება. იყენებნ მათ ყოველდღიურად წარმატებული კონტრშეტევის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ მათ ეს შეიარაღება უფრო მეტი ჰქონდეთ, - თქვა კირბმა.