ყველაფერი გამოწვეულია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით - კალაძე საცობებზე
რატომ გახშირდა საცობები დედაქალაქში? თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ყველაფრის მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობს.
ყველას გვაწუხებს რა თქმა უნდა, საცობები ქალაქში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო. ყველგან, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში შეინიშნება გადატვირთული მოძრაობა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის, ან გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. ისიც არ უნდა მოგვივიდეს, რომ მთლიანად კოლაფსი მოვახდინოთ, ერთდროულად რამოდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია ვაწარმოოთ. მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. - განაცხადა კახა კალაძემ.