მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან, ზოლში არ მოძრაობენ - ვიქტორ წილოსანი
მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან, რიგის პრობლემაა, ხდება შეფერხებები- თბილისი მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი, ბოლო დროს მეტროში არსებულ საცობს მგზავრებს აბრალებს.
მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ შიდა ზოლში ვიმოძრავოთ. რიგის პრობლემაა და შესაბამისად, ქმნიან საცობს. არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით და ხდება შეფერხებები ერთმანეთთან. შეფერხებების გამო პრობლემა აქვს გვირაბს გამტარიანობის თვალსაზრისით. - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.