ადამიანებს პოლიეთილინის პაკეტებად გადაქცევის ეშინიათ - რუსეთის მოქალაქე
რუსეთის მოქალაქე იმ რთულ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. ვასილი კრესტიანინოვი პირდაპირ ამბობს, რომ ხალხში პანიკაა და რომ ადამიანებს პოლიეთილინის პაკეტებად გადაქცევის ეშინიათ. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის დუმამ დეზერტირობის შესახებ კანონი მიიღო, ახალგაზრდები ქვეყნიდან მაინც გარბიან.
ადამიანებს ეშინიათ პოლიეთილინის პაკეტებად გადაქცევის, რაც უკრაინაში დიდი რაოდენობით იწარმოება. რუსეთიდან გაქცევის მსურველთა ნაკადი კოლოსალური იქნება. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ, მოსკოვი-ერევნის ბილეთების მაგალითზე შეგვიძლია ამის თქმა. ახლა სწორედ იმ ახალგაზრდების გადინება ხდება, რომელთაც არ სურთ პაკეტებად იქცნენ. მათ ისევე ეშინიათ სიკვდილის, როგორც ნებისმიერ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნაწილობრივ არ უშვებს რუსებს, რთული სათქმელია, ნაკადის შეჩერება შესაძლებელი იყოს. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ისინი მასობრივად ტოვებენ რუსეთს. სახელმწიფო დუმამ უკვე მიიღო კანონი დეზერტირობაზე ან არგამოცხადებაზე, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამოძახებას მეც ვექვემდებარები, ვითვლები რეზერვში და ალბათ უახლოეს დღეებში გაწვევის წერილსაც მივიღებ, თუმცა ცხადია, მე ამაზე რეაგირება არ მექნება და ჩემზე ძებნა გამოცხადდება, - ამბობს ვასილი კრესტიანინოვი.