არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, დავბრუნდები თუ არა - ალავიძე არ გამორიცხავს, რომ სუს-ი მის ლიკვიდაციას გეგმავს
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე არ გამორიცხავს, რომ სუს-ი ახლა მის ლიკვიდაციას გეგმავდეს.
ალავიძე ლევან მურუსიძესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სახელი ფრთხილად ახსენონ, რადგან ყოფილი მოსამართლის თქმით, ის ჯერჯერობით დეტალებზე საჯაროდ არ ალაპარაკებულა.
ქადაგიძესთან მე მქონდა საუბარი, სანამ წამოვიდოდი სასამართლო სისტემიდან. ამ საუბრის შინაარსი უბრალოდ არ მინდა რომ გავაჟღერო. მე ვურჩევდი, რომ ნუ მომიწოდებს ასე საჯაროდ საუბარს, თუ არა, მე რომ ეხლა საჯაროდ ვისაუბრო ფაქტებსა და დეტალებზე, ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება მისთვისაც და მისი კოლეგებისთვისაც. რადგან ვთქვი რაღაცა, ჯერჯერობით ძალიან ზოგადი განმარტება, ამის უკან ხომ კონკრეტიკაც ივარაუდება და არ უნდოდეთ ვთქვათ მათ რომ მე სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკო. დღეს ჩემი ბედი ბეწვზეა დამოკიდებული". - ააცხადებს ყოფილი მოსამართლე.
ალავიძე პირდაპირ ამბობს, რომ ყოველდღიურად საფრთხის მოლოდინშია და არ იცის სახლიდან რომ გავა, უკან დაბრუნდება თუ არა.
"გოგაშვილის განცხადებაში რაც წერია ასეთი განზრახვა ჰქონდათ. მე როგორ უნდა გამოვრიცხო, რომ დღეს კიდევ უფრო მძიმე განზრახვა არ არის ჩემს მიმართ და ისიც არ ვიცი, რომ გავალ სახლიდან, დავბრუნდები თუ არა". - ამბობს ალავიძე.