მურუსიძემ დაადასტურა, რომ ის ამ ბინძური კლანის ერთ-ერთი მმართველია - ნინი გოგაშვილი
გოგაშვილის ოჯახის თქმით, მურუსიძის მოულოდნელი გამოჩენა საბჭოს სხდომაზე და შემდგომ მისი გამიზნული განცხადებები თავის დაზღვევაა.
ნინი გოგაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ლევან მურუსიძის განცხადებები იყო იმის დამადასტურებელი, რომ სასამართლო კლანის ხელმძღვანელი სწორედ მურუსიძეა.
„ჩემს მიერ არსებული ინფორმაციით, ბატონი ლევან მურუსიძე მუშაობს სააპელაცო სასამართლოში, ადმინისტრაციულ პალატაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მამაჩემის საქმე არის სისხლის სამართლის საქმე და რის საფუძველზე უნდა ეთხოვა მამაჩემს მისთვის აღკვცეთის ღონისძიების შეცვლა? რის საფუძელზე აქვს მას უფლება საერთოდ, რომ ჩაერიოს სისხლის სამართლის საქმეში? ამით ის ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მმართველია ამ ბინძურ დიდ კლანში“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.
ლევან მურუსიძე ამტკციებს, რომ მას სოსო გოგაშვილი კომპრომატების გავრცელებით ემუქრებოდა.
სკანდალური განცხადება მურისიძემ დღეს ის იუსტიიცის საბჭოს სხდომაზე გააკეთა და სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა.