ხელჩართული ჩხუბი გორის სკოლაში - ერთ-ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო
გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის - გორის N6 საჯარო სკოლაში დღეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
დაპირისპირება მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, ერთ-ერთი ვერსიით, სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო.
ხელჩართულ ჩხუბს კი მანდატურის სამსახურის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
ვრცელდება, რომ ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო.
რესურს ცენტრის ხელმძღვანელი „პირველებთან“ ადასტურებს, რომ სასაწავლო პროცესის დროს მოსწავლეებს შორის მართლაც ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას.
პატარა კამათი მოუვიდათ ბავშებს და მანდატურმა 112-ში დარეკა. სასწრაფო, საბედნიეროდ არავის დასჭირვებია“. - ამბობს რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.