ხალხი გარბის, აეროპორტებში ყველა ბილეთი გაყიდულია - პუტინის მობილიზაციის შემდეგ, რუსეთი ქაოსმა მოიცვა
მოსკოვი-თბილისი, მოსკოვი - ბათუმი, მოსკოვი -ქუთაისი - ამ რეისებზე პირველ ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. რუსეთი პანიკამ და პროტესტმა მოიცვა.
მამაკაცებს კომისარიატში იძახებენ და ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომში არ წავა ჯერ დააკავებენ, შემდეგ კი უკვე ფრონტზე ციხიდან გაუშვებენენ. ინტერნეტი გადაივსო რუსეთის მოალაქეების ხმოვანი შეტყობინბებით, სადაც ისინი ეძებენ გამოსავალს როგორ გაიქცნენ ქვეყნიდან, რომ ომში არ წავიდნენ.
რუსეთის აეროპორტებში სრული ქაოსია. ათასობით ადამიანი ცდილობს სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა და თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში ეძებს. განსაკუთრებული მოთხოვნაა საქართველოზე.
ავიაკომპანია „აირზენას“ ვებ გვერდზე მოსკოვი ერეანი თბილისის რეისზე ბილეთის შოვნა რთულია. ბინეს კლასით მგზავრების ფასი 4000 ლარს აღწევს.
ეს მასობრივი ისტერია კი მას შემდგე დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხალხს მობილიზაციის შესახებ აცნობა. პუტინს რესურსი აღარ ჰყოფნის და ამიტო ფრონტის ხაზზე რეგულარ არმიასთან ერთად რიგით მოქალქეებსაც უშვებს
საომრად მიჰყავთ ახალგაზრდებიც და ხანში შესულ ვეტერანი სამხედროებიც. მაქსიმალური ასაკი კაცებისთვის 70 წელი, ქალებისთვის კი 50 წელია განსაზღვრული.
საქართველო რუსეთის მოქალაქეების ახალ ტალღას ელოდება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა და რუსეთთან სავიზრო რეჟიმი სასწრაფოდ ამოქმებას ითხოვს თუმცა „ქართული ოცნება“ სავიზო რეჟიმის წინააღმდეგია.
ვრცლად, იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი.