მურუსიძის სკანდალური განცხადება - ამხილა თუ არა მოსამართლემ მძიმე დანაშაულის დაფარვაში საკუთარი თავი

21.09.22 20:27
მურუსიძის სკანდალური განცხადება - ამხილა თუ არა მოსამართლემ მძიმე დანაშაულის დაფარვაში საკუთარი თავი

სასამართლო კლანის შეფი პანიკაშია. ლევან მურუსიძე ელოდება, რომ სუს-ის დაკავებული შეფი ციხიდან კლანის ფოსებე კომპრომატებს გამოაქვეყნებს, ამიტომ მურუსიძემ დღეს თადარიგი დაიჭირა და სოსო გოგაშვილის წინააღდეგ პროკურატურაში ჩივილი დააანონსა.

მურუსიძე ამტკიცებს რომ ციხიდან გოგაშვილი აშანტაჟებდა. 

სასამართლო კლანის ლიდერი პროკურატურაში გოგაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, იქამდე კი არ არის გამორიცხული მას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ დაანონსებული კომპრომატები წამოეწიოს. 
გოგაშვილის ქალიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ  ბინძური კლანის ხელმძღვანელობა თავადვე დაადასტურა.

სასამართლო სისტემის შეფები, დღეს დილიდან თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღესმის ყოფილ კოლეგას  პირდაპირ ემუქრებოდა. ნინო ქადაგიშვილი ამბობს, რომ ბესრაიონ ალავიძე, რომელმაც სუს-ი მოსამართლეებზე ზეწოლაში ამხილა, სასამართლოს ჩამონგრევას ცდილობს. 
ფაქტია სასამართლო კლანის ჩაფარცხული შავი საქმეები ნელ-ნელა ზედაპირზე ამოდის, გაჩუმებას გარდა სუს-ის ყოფილი შეფისა არც ყოფილი მოსამართლეები აპირებენ. 

სიცრუეში დადანაშაულებული ბესარიონ ალავიძე არ გამორიცხავს რომ სუს-ი მის ლიკვიდაციას გაჩუმების სანაცვლოდ გეგმავდეს.

ვრცლად, იხილეთ, სესილი ბოკერიას რეპორტაჟი.