გაზრდილი კრიმინალი - ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ გომელაური სტატისტიკას აყალბებს
აირის თუ არა რეალური მონაცემები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველი თვის ბოლოს აქვეყნებს? ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ გომელაური სტატისტიკას აყალბებს. მონაცემებით თითქოს წლიდან წლამდე კრიმინალის დონე ქვეყანაში არ იზრდება, თუმცა რეალობა ქუჩაში სულ სხვაა.
გახშირებულმა კრიმინალმა მოქალაქეებს შიშის და დაუცველობის განცდა გაუჩინა, ხალხს ქუჩაში გამოსვლა უკვე ეშინია, ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო სათანადოდ არ სჯის იმ ადამიანებს, ვინც დანაშაულს სჩადის. სწორედ ამიტომ ხალხში დაუსჯელობი განცდა გაჩნდა.
ყოველი არჩევნების დროს ქურდული სამყაროს და ქუჩის ძველ ბიჭებს „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზებისთვის იხმარს, ამიტომ ხშირად მათ ჩადენილ დანაშაულზე თვალს ხუჭავს.
კრიმინალების მეგობარი ხელისუფლება, ამ სიტყვებით მოიხსენიებს საპარლამენტო ოპოზიცია კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს.
მმართველი პარტია საზოგადოებას ამშვიდებბს და ცდილობს დააჯეროს, რომ გახშირებული კრიმინალი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.
ვრცლად, იხილეთ, ანა მდივანი რეპორტაჟი.