ირანელი ქალების მხარდასაჭერად - ,,სირცხვილია" თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდება
სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილია" უერთდება საქართველოში მცხოვრები ირანელების აქციას, რომელიც პარლამენტის წინ 18 საათზე იწყება.
ჩვენ ვუერთდებით საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეების აქციას, რომელიც 6 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება. - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსი მცხოვრები ირანელები აღნიშნული აქციით სოლიდარობას უცხადებენ თანამემამულეებს, რომლებიც ჰიჯაბის ტარების აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან.