100 ათასი თავისუფლების სანაცვლოდ - ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატები დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ
100 ათასი ლარი თავისუფლების სანაცვლოდ - ,,საქართველოს ბანკზე " თავდასხმაში ბრალდებულის, გრიგოლ ნარსიას, ადვოკატი სასამართლოს დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
იურისტი დალი სულაქველიძე აცხადებს, რომ გირაოს უზრუნველსაყოფაგ გამოყენებული იქნება ნარსიას სახლი, რომელიც სოფელ ბანოჯაში მდებარეობს.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნარსიამ დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
ვერ გეტყვით, ბრალის შემთხვევა როგორ და რანაირად იქნება, რაც შეეხება პირველ ჩვენებას და გამოკითხვის ოქმს, დაზუსტებით შემიძლია, განვაცხადო, რომ ნარსიას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ჩვენ ვაპირებთ, სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თხოვნით მივმართოთ. გირაოს უზრუნველყოფა იქნება მისი საცხოვრებელი სახლი, რომელიც წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. ეს იქნება 100 ათასი ლარი. - ამბობს ადვოკატი დალი სულაქველიძე.
სასამართლო ნარსიას ადვოკატის წინადადებაზე დღესვე იმსჯელებს. ტერორიზმი, მძევლების აყვანა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა -ტარეწბა - საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგოლ ნარსიას გამომძიებლებმა უმძიმესი ბრალდებები უკვე გააცვნეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.