ომში მიჰყავთ ბანკის თანამშრომლები, აიტი სპეციალისტები და სხვა - მოსკოვში პანიკაა

22.09.22 17:41
ომში მიჰყავთ ბანკის თანამშრომლები, აიტი სპეციალისტები და სხვა - მოსკოვში პანიკაა

ბანკის თანამშრომლები, აიტი სპეციალისტები - რუსეთს ომში მიყავს ყველა, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა პირს რაიმე სამხედრო გამოცდილება.

რუსეთის მოქალაქეებს კომისარიატში იბარებენ და ეუბნებიან რომ საომრად იმავე დღეს, ისე უნდა წავიდნენ, რომ ბარგის ჩასალაგებალად დროსაც კი არ აძლევენ. 

 ასეთი ვითარება რუსეთის თითქმის ყველა ქალაქშია. ის ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, იძულებულია  პუტინის განკარგულებას დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე და ისევ საპატიმროდან საომრად წასვლა ემუქრებათ. 

გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ამბობს, რომ პუტინი ახლა ცდილობს არ გამოჩნდეს რუსეთის ჯარის სისუსტე.

პუტინი ცდილობს შეამციროს ჯარში დეზერტირობა. ზრდის სასჯელს ჯარის თვითნებურად მიტოვებაზე. ის ცდილობს მობილიზაციამ ძირითადად გადაიაროს რეგიონებზე. ადგილობრივი გუბერნატორების მეშვეობით ხდება ხალხის დაშინება. მათ აიძულებენ ხელი მოაწერონ კონტრაქტებს და ასე წავიდნენ ჯარში. კონტრაქტით ომში წასული კი დაექვემდებარება გაცილებით მკაცრ სასჯელს ბრძოლის ველის მიტოვების შემთხვევაში"- განაცხადა ხრისტო გროზევმა. 

ვიქტორ ბუგრევი "სვერბანკის" აიტი სპეციალისტია, ის "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო გამოცდილება არ აქვს, ომში მიჰყავთ

მე ვარ სერბანკის აიტი სპეციალისტი. გუშინ გამომიძახეს სამხედრო კომისარიატში. აქ გამოვცხადდი და მითხრეს რომ დღეს 3 საათიდან უნდა ჩავირიცხო შეიარაღებულ ძალებში. მე არასდროს მიმსახურია ჯარში. არ გამივლია სწავლება სამხედრო კათედრაზე, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად მითხრეს რომ უნდა წავიდე ომში. თუ არ წავალ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა"- თქვა მან.