გრიგოლ ნარსიას ცემის კვალი აღენიშნება - პირველი კადრები

22.09.22 18:54
გრიგოლ ნარსიას ცემის კვალი აღენიშნება - პირველი კადრები

გრიგოლ ნარსიას ცემის კვალი აღენიშნება - ნახეთ, ბანკზე თავდამსხმელის ფიზიკური დაზიანებების ამსახველი პირველი კადრები.

კადრებში კარგად ჩანს, რომ მას  დაზიანებები აქვს მიყენებული და თითქმის მთელ სახეზე აღენიშნება ჩალურჯებები.

ადვოკატების თქმით  მას დაკავების დროს სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად  ნარსიას ძალოვანებისთის წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფლებადამცველები ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ბრალდებული ნარსია გუშინ ირწმუნებოდა, რომ სასტიკად იყო ნაცემი და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა. წარმოდგენილი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ მძარცელი სიმართლეს ამბობდა.