"თავისუფლება ირანისთვის" - სოლიდარობის აქცია თბილისში

22.09.22 19:09
"თავისუფლება ირანისთვის" - სოლიდარობის აქცია თბილისში

"თავისუფლება ირანისთვის"- თბილისში ირანის მოქალაქეები ქალების მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციაზე შეკრებილები იმ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ირანში რამდენჯერმე დაფიქსირდა. აქციას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიც უერთდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.