რა ხდება ნარსიას სასამართლო პროცესზე - ხმაურიანი სპეცოპერაციის უთქმელი ამბები

22.09.22 20:05
რა ხდება ნარსიას სასამართლო პროცესზე - ხმაურიანი სპეცოპერაციის უთქმელი ამბები

ბანკიდან ორი მილიონი დოლარის გატანის საიდუმლო ოპერაცია გრიგოლ ნარსიას მარტოს არ დაუგეგმავს. პროკურატურა თანამზრახველს ეძებს.

ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს, ასაფეთქებული მოწყობილობების მომზადების სპეცკურსი ჰქონდა  გავლილი, არის ორჯერ ნასამართლევი, საგანგებოდ ჰქონდა ნასწავლი სპეც ტანსაცმლით შენიღბვა დაორ მილიონ დოლართან ერთად ის ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავდა გადასვლას.

ხმაურიანი სპეცოპერაციის უთქმელი ამბები, ამ წუთებში სასამართლო პროცესზე ხმაურდება. 

გრიგოლ ნარსია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სასამართლო დარბაზში არ მიუყვანით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ერთვება. ამბობს რომ სასტიკად ნაცემია და ეს კადრებშიც კარგად ჩანს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების მტკიცებით ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილი, რომელიც ბანკში შეტანა ქარხნული ქესით იყო დამზადებულია.  

ნარსიამ თავად დაადასტურა, რომ რუსეთის დროშის ფრილიათ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა შესვლას.
ნარსიას ადვოკატმა სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე სასამართლოს 100 000 ლარიან გირაოს სთავაზობს და ამბობს, რომ ბრალდებულმა ბანკის ძარცვის გადაწყვეტილება შვილის ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა და ტერორისტული აქტი გონებაშიც არ გაუვლია.

გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას სულ მალე გამოაცხადებს.