პუტინის გასაიდუმლოებული განკარგულება - თავდაცვის სამინისტრო 300 ათასის ნაცვლად ომში მილიონ კაცს გაიწვევს

22.09.22 20:21
პუტინის გასაიდუმლოებული განკარგულება - თავდაცვის სამინისტრო 300 ათასის ნაცვლად ომში მილიონ კაცს გაიწვევს

რუსეთში სრული პანიკაა. ხალხი სამხედრო სამსახურში იძულებით მიჰყავთ.

კომისარიატებში იბარებენ ყველას - მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სამხედრო გამოცდილება. პუტინის ეს განკარგულება იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ კრემლის ლიდერს საკუთარი მომხრეებიც კი დაუპირისპირდნენ.

კომისარიატებში დილიდან ქაოსია. ასობით სამოქალაქო პირი სპეციალური ავტობუსებით გაურკვეველი მიმართულებებით წაიყვანეს. მამაკაცებს ომში ცოლები, მცირეწლოვანი შვილები და დედები აცილებენ. ყველა ტირის, ომში წასვლა არავის უნდა.

კომისარიატში დაბარების შემდეგ გაიგო რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის აიტი სამსახურის თანამშრომელმა, რომ ომში მასაც წაიყვანენ. გაწვევის პუნქტში მისულს უთხრეს, რომ სახლში წასვლის და მომზადების დროს არ მისცემდნენ, და პირდაპირი ფრონტზე მიდიოდა.  

პუტინის ბრძანების საიდუმლო მუხლი რუსმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს, ირკევვა რომ უკრაინის წინაღმდეგ საომრად პუტინს ერთი მილიონი ადამიანი წაყვანა აქვს გადაწყვეტილი. 

ჯარში ყველა არ მიდის, ელიტა ხელშეუხებელია. როდესაც პესკოვის შვილს კომისარიატიდან დაურეკეს, პესკოვის ვაჟმა თამამად უთხრა რომ ჯარი მას არ ეხება. 

რუსეთში უკმაყოფილება პიკს აღწევს, ამიტომ ქვეყნის დატოვების სურვილი ახლა ძალიან ბევრს აქვს. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მასობრივი გადინების შესაჩერებლად, რუსეთის ხელისუფლებამ საზღვრები სრულად ჩაკეტოს.

ვრცლად, ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი.