სუსის თანამშრომლები ყოფილი შეფის სახლში - გოგაშვილის ოჯახში დილიდან ისევ საგამოძიებო მოქმედებებია

23.09.22 11:12
სუსის თანამშრომლები ყოფილი შეფის სახლში - გოგაშვილის ოჯახში დილიდან ისევ საგამოძიებო მოქმედებებია

სოსო გაგაშვილის ოჯახში დილიდან  ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებელთა  ჯგუფი ავთო ვარაზის ქუჩაზე დილით ადრე გამოჩნდა და სახლში შეშვებას ითხოვდა. ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ძალოვანები კიდევ ერთ ჩხრეკას გეგმავდნენ და სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების  გამოჩენის შემდეგ რეალობა შეიცვალა.

8 საათის მერე აქ ტრიალებდნენ თურმე ერთი ათი მანქანა, „შკოდა“, როგორც მითხრეს ბიჭებმა. დადიოდა ათი მანქანა „კრუგებს“ გვირტყამდა. 9 ის ნახევარზე სადღაც, ზარი რომ დარეკეს და გავიხედეთ, გვითრეს, რომ სუსიდან ვართ, კარები გაგვიღეთ, უნდა შემოვიდეთო. ნინო გოგაშვილი ეუბნება, რომ რის საფუძველზე შემოდიხართ, ვინ ხართ ან რა გინდათ? არ სახელს, არც გვარს არაფერს აბსოლუტურად არ ეუბნებიან. ტერორის ქვეშ ვიყავით, რა მუქარებიც შემოგვითვალეს, იმ მუქარებს ახორციელებენ, - ამბობს გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი. 

კამერტების გამოჩენის შემდეგ სუსის თანამშრომლებმა განუმარტეს გოგაშვილის ოჯახს, რომ ავტომობილებზე ყადაღის დადება და მათი ამოღება ჰქონდათ მიზნად.  მათი თქმით, ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ.

ამის მიუხედავად, უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლის განჩინებაში ყადაღის შესახებ წერია, თუმცა არაფერია ნახსენები ამოღებაზე, აქედან გამომდინარე ოჯახის კუთვნილი ავტომობილების ამოღება კანონდარღვევაა. 

ყადაღის დადება სხვაა,ამორება სხვაა. განჩინებაში მითითებულია, რომ მხოლოდ დაყადაღებულია ქონება და ამორებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩანაწერი ვერ ვნახე. შეიძლება ქონება დაყადაღდეს, მაგრამ სარგებლობის უფლება არ შეეზღუდოს ადამიანს,  - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე. 

ადვოკატის შენიშვნაზე, სუსის თანამშრომლებმა კონკრეტული განმარტება ვერ გააკეთეს.  

ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლების შემდეგ ავთო ვარაზის ქუჩაზე სამართალდამცავებიც გამოჩნდნენ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. 

სოსო გოგაშვილი შვილი ნიკა გოგაშვილი ამბობს, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება მათ ოჯახს ვერ გატეხს და ვერ შეაშინებს.

სულ ფეხებზე გვკიდია, რაც უნდათ, ის წაიყვანონ, არ გვაინტერსებს და ამით ჩვენ მორალურად ვერ გაგვტეხენ და ვერც შეგვაშინებენ და ვერც დაგვაშინებენ. როგორც ჩანს, მურუსიძეს ნერვებმა უმტყუნა და სასწრაფო წესით დაიწყო ჩვენი ქონებების წარმთმევა ლევანიკომ. მანქანას რაც შეეხება, წეღანაც ვუთხარი, რომ ცოტა ხუნდებზე ხმა აქვს, ე.წ. კალოდკებს ხმა აქვს და თუ წაიყვანენ, არ გეგონაოთ, რომ გაფუჭებულია, მაინც იქოქება და დადის. მანქანა არის ცარიელი, სუფთა, - ამბობს ნიკა გოგაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ყადაღა არა მარტო სოსო გოგაშვილის ოჯახს, არამედ მათი ახლობლების და ნათესავების ქონებებსაც დაედო.