მობილიზაციის გამო ხალხი რუსეთიდან გამორბის - ლარსის გამშვები პუნქტი ისევ პარალიზებულია

23.09.22 11:13
მობილიზაციის გამო ხალხი რუსეთიდან გამორბის  - ლარსის გამშვები პუნქტი ისევ პარალიზებულია

13 კილომეტრიანი რიგი საქართველო-რუსეთის საზღვართან. ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალქეების ნაკადი არ წყდება. ის ვინც, საქართველოს საზღვარს ღამით მოადგა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დრომდე ვერ შემოდის. 

საგუშაგოები მგზავრთა ასეთი ნაკადის გატარებას ვერ აუდის. ნაწილმა ღამით საზღვრის გამდოკვეთა ორთვალა სკუტერებით და ველოსიპედებით სცადა. ამ სქემამ ცოტა ხანი იმუშავა და შემდეგ ესეც აკრძალეს. 

რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ ნებიმიერ ფასად დატოვონ ქვეყანა, რომ ისინი პუტინმა უკრაინაში საომრად არ წიაყვანოს.

ძალიან ცუდი ვითარებაა ვლადიკავკაზიდან ლარსის მიმართულებით. 40 კილომეტრიანი რიგები დგას და ხალხი რიგს ელოდება, რომ გადმოვიდნენ. მობილიზაციის გამო ხალხი გამორბის რუსეთიდან. ყველა ომში მიჰყავთ. 60 წლამდე გაიზარდა ასაკი. ყველას ჯარში იძახებენ“ - ამბობს რუსეთის მოქალაქე.