"ოცნების“ მილიონერ დეპუტატებს ფარულად უსმენენ, ეშინიათ, სხვა პარტიაში არ გადავიდნენ - ყოფილი მაღალჩინოსანი
„ქართული ოცნების“ მილიონერ დეპუტატებს ფარულად უსმენენ, ეშინიათ რომ ისინი სხვა პარტიაში არ გადაბარგდნენ.
მოსმენებზეა მათი ოჯახის წევრების და მეგობრების ტელეფონის ნომრები.
სისტემას, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მაღლაჩინოსანი ამხელს, რომელმაც ქვეყანა დატოვა.
გიორგი ირემაშვილის მტკიცებით, მოსმენების ელიტური დანაყოფი, ჩიტაძის ქუჩაზეა, საიდანაც ოცნების წევრების და მათი მხარდამჭერი ჟურნალისტების მოსმენა ხდება.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი სკანდალური თემა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი ალაპარაკდა.
„ჩიტაძეზეა არის კიდევ ერთი „ოტო“, ლევად რომელიც მუშაობს აი მაგ შენობაში. ძირითადად, სუს-ის გენერალური უსმენს. ძაან ისეთ განსაკუთრებულ ნომრებს მანდ უსმენენ. აი, რაც სუს-ის ინტერესშია. თავისიანებს უსმენენ აბა რა. ყველაზე მტკივნეულად აღიქვამენ თავისიანები რომ გადავა ოპოზიციაში. ამიტომაც უსმენენ თავიანთ მოსამართლეებს, დეპუტატებს, აი ამათ უსმენენ 20-3- ნომრით. ისინი ფიქრობენ, რომ არ მომისმენენ, ოცნების დეპუტატი ვარო, მაგრამ უსმენენ, განსაკუთრებით ბიზნესმენი დეპუტატები რომ ჰყავთ, მათ უსმენენ. მათ ჟურნალისტებსაც უსმენენ, „იმედის“, 40 ნომრით ჰყავთ ჩართული. 4ო ნომრით, რას ნიშნავს, აი შენ გრთავ მაგალითად, შენ არაფერს არ ლაპარაკობ, აი შენ ხარ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, შენ პირდაპირზე არაფერს არ ლაპარაკობ და არავის არაფერს არ უყვები. მაგრამ მოდიხარ სახლშ და უყვები შენს ცოლს ან დედაშენს. მერე, აიღებენ და ცართავენ შენს ცოლს ან დაქალს. მერე შენი ცოლი აიღებს ტელეფონს და დაურეკვს მის დაქალს და ეტყვის მაგალითად, კელი დეგნანი გაგიჟებულია, ასეთი რამე თქვა. ვსო, ის უკვე იწერს და ერთი რაღაცა უკვე დევს. სუს-მა უკვე ამოიწერა“. - ამბობს ირემაშვილი