სავარაუდო სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - 13 წლის გოგონა დედ-მამასთან ცხოვრებაზე უარს აცხადებს
13 წლის გოგო, რომელიც, სავარაუდოდ, ბაბუის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საცხოვრებლად მამიდასთან გადავიდა. მოზარდი დედ-მამასთან ცხოვრებაზე უარს ამბობს. არასრულწლოვანტან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.
პარალელურად, სოფელში ვრცელდება ინფრომაცია, რომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულმა ბაბუამ ციხეში ინსულტი მიიღო და კლინიკაში მოათავსეს.
რამდენიმიე საატიანი დუმილის შემდეგ 'პირველებს" პენიტენციურმა სამსახურმა განუცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი პირადი ინფორმაციაა, რაზეც მისი თანხმობის გარეშე ვერ ისაუბრებენ.
უმძიმესი ამბავი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 13 წლის გოგონამ სკოლაში მასწავლებლებს გაუმხილა, რომ საკუთარი ბაბუის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.