"ბავშვები თამაშობენ, მე ვმათხოვრობ..." - უმძიმესი ჩანაწერი ტრეფიკინგის საქმეში (ვიდეო)

23.04.21 11:03
"ბავშვები თამაშობენ, მე ვმათხოვრობ..." - უმძიმესი ჩანაწერი ტრეფიკინგის საქმეში (ვიდეო)

უმძიმესი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება - როგორც ირკვევა, არასრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 46 წლის კაცი არასრულწლოვან დისშვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით  მოწყალების თხოვნასა და თანხის მასზე გადაცემას აიძულებდა.

უწყება შესაბამის ჩანაწერებსაც ავრცელებს, რომელიც უმძიმესი მოსასმენია: 

დ.კ.: თვალებიდან ვერ იყურები, ბიჭო?! მოდი აქ! მოდი აქ!

რა ძალა გადგია, შე დედა *** ხვალე რომ მარტო დარჩები. ავადმყოფი, გამაგიჟებს, ავადმყოფი! 

არასრულწლოვანი: ავადმყოფი ვარ და რა ვუყო?

დ.კ.: რატო ხართ ესეთი გამზდელ... თქვენა, რომ ვლაპარაკობ არ მისმენთ, თქვე გამზდელ ...ბო თქვენა. მო..., მოგკიდებ ხელს, დაგგლიჯავ, ...ს გაზრდილო შვილო შენ. 

არასრულწლოვანი: ნუ მჭყლიტავ.

დ.კ.: რატო აკეთებ, შე დედა მო...შემომაკვდები ხელზე, მო... პატრონს 

არასრულწლოვანი: ღმერთს ვფიცავარ, ს.-ც იქ დავტოვე.... იქნება ხუთი ცალი, ვერ ვყიდი მე მეტს, წამიყვანეთ სხვაგან.

არასრულწლოვანი: ბავშვები თამაშობენ, მე დებილივით  სახლში ვარ, ვგდივარ "სალფეთქებზე" მივდივარ, ვმათხოვრობ. 

არასრულწლოვანი: ვყიდი, ბავშვები თამაშობენ, აღარ მინდა, აღარ მინდა, იქ სიარული.