დანაშაული არ ჩამიდენია, მზად ვარ გამოძიებას პასუხი გავცე - ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან

29.09.22 12:14
დანაშაული არ ჩამიდენია, მზად ვარ გამოძიებას პასუხი გავცე - ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან

ლევან მურუსიძე ბრალდებებს უარყოფს და "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ყოფილი მოსამართლეები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. 

მურუსიძის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და მზადაა მივიდეს საგამოძიებო უწყებაში და ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

მოსამართლე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ არის მართული და მალე სიმართლეს ფარდა აეხდება.

ჩემს მიმართ ხდება ცილისმწამებლური კამპანია. მიმართონ გამოძიებას, მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, გავცე ყველა შეკითხვას პასუხი. სისხლის სამართლის დანაშაული მე არ ჩამიდენია. რაც თქვა ანა ღელეყვამ არაფერს არ შეიცავს, მათ შორის არც დანაშაულის ნიშნებს. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მართული. ყველაფერი, რაზეც ახლა ჩემს მიმართ ხდება დაბრალება, ყველაფერი ამოვა ზედაპირზე და ყველა მიხვდება, რომ რასაც მე ვიძახი ახლა, არის სიმართლე“. - ამბობს მურუსიძე.

მოსამართლეებმა ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა დაიწყეს.

პროკურატურამ უკვე დაკითხა ანა ღელყვა. 

ქვეყნიდან გაქცეულ მოსამართლე "პირველებთან" ამბობს, რომ მან გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ლევან მურუსიძესთან შევხედრის შესახებ.

ღელეყვას თქმით, ის მოსამართლის თანამდებობაზე იმიტომ არ დაინიშნა, რომ მან ლევან მურუსიძის მხარდაჭერილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.