"დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემს რუს ბავშვებს დამიზიანებსო" - რა უთხრა სკოლის დირექტორმა მე- 11 კლასელის მშობელს

30.09.22 12:15
"დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემს რუს ბავშვებს დამიზიანებსო" - რა უთხრა სკოლის დირექტორმა მე- 11 კლასელის მშობელს

ბათუმის მე-7 სკოლის მოსწავლის დედა, რომლის შვილმაც სკოლის სტენდიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. მშობლის განმარტებით, მომხდარის გამო, სკოლის დირექტორმა მას შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა მოსთხოვა. 

დამიბარა დირექტორმა და გადაიყვანა სადაც გინდაო. დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემს რუს ბავშვს დამიზიანებსო, მოსწალესო, ანუ რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს. მე ვუთხარი, არ შეგიქმნი პრობლემას, ისედაც ვაპირებდი გადაყვანას-თქო. პრობლემური სკოლაა. დაიწყო ყველაფერი აფხაზეთის დროშის გამო, რომ პროტესტი განაცხადეს კლასში ბავშვებმა, რომ რატომ არის სტენდეზე აფხაზეთი დროშა ცალკე რესპუბლიკად. რას ნიშნავს ეს, ამაზე დაიწყეს ეს... დეტალები არ ვიცი, ვინ მივიდა დირექტორთან, ვინ ჩამოახსნევინა, მაგრამ თვითონ ბავშვმა რუსეთის დროშა თვაისი ხელით ჩამოხსნა, - ამბობს მე-11 კლასელის დედა. 

რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა და სკოლიდან გააგდო. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდარი თავდაპირველად "ტვ 25" გაახმაურა.

ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. ამასთან, ამავე სტენდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო გამოტანილი.