არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 600 ლარით დაჯარიმდა

23.04.21 14:18
არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 600 ლარით დაჯარიმდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა.“ 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და  გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.  

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის უფლებას ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.

მსგავსი სიახლეები