დმანისის მუზეუმის დირექტორის საეჭვო გარდაცვალება - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

04.10.22 13:02
დმანისის მუზეუმის დირექტორის საეჭვო გარდაცვალება - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

დმანისის  პოლიციის განყოფილებას გამოკითხვების  სერია მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიცია მუზეუმის თანამშრომლებს ჰკითხავს. საქმე გოჩა კილაძის გარდაცვლების საეჭვო გარემოებს ეხება.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს , გახდა თუ არა არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის სიკვდილის   მიზეზი სავარუდო ზეწოლა და ის რეპრესიები, რომელიც  მუზეუმების გაერთიანებაში მიმდინარეობდა.

ირკვევა, რომ მუზეუმში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დარღვევებს იკვლევდა, თუმცა რა წერია დოკუმენტში, წულუკიანის უწყება ასაიდუმლოებს.

მუზეუმის დირექტორის საეჭვო გარდაცვლების საქმეზე უწყება დუმს და არაფერს ამბობს. "პირელები" ყველაზე ჩაკეტილ უწყებასთან დაკავშირებას და განმარტებების მოსმენას დილიდან ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. 

დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს.  50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის  წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა  აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 

ჯერჯერობით დაუდგენელია უკავშირდება თუ არა კილაძის გარდაცვლება სამსახურებრივ პრობლემებს.