მოზარდების დაპირისპირება ბათუმში - პოლიციამ გამოკითხვების სერია დაიწყო

07.10.22 15:56
მოზარდების დაპირისპირება ბათუმში - პოლიციამ გამოკითხვების სერია დაიწყო

ბათუმის პოლიციაში მოსწავლეების გამოკითხვა დაიწყო. უკვე ერთ საათზეე მეტია, მეორე განყოფილებაში კონფლიქტის მონაწილე და დაპირისპირების შემსწრე მოზარდები მიყავთ. არასრულწლოვანი მოსწავლეები განყოფილებაში მშობლებს შეჰყავთ და მათ გამოკითხვასაც ესწრებიან.

გამოძიებამ უკვე გამოკითხა მერვე საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები. ბათუმის პოლიციის უფროსი ,,პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ ადასტურებს დაზარალებული მოსწავლის მშობლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში სხვა სკოლის მოსწავლეებიც ფიგურირებდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით ზუსტ რიცხვს, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ ჩხუბში სხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. - ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე.