დაპირება არ შესრულდა, ვითხოვთ გადაადგილების უფლებას - რიონის მცველები

24.04.21 16:20
დაპირება არ შესრულდა, ვითხოვთ გადაადგილების უფლებას - რიონის მცველები

რიონის ხეობაში აქცია მიმდინარეობს - რიონის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა პოლიციას ახსნა- განმარტება მოსთხოვა, რატომ არის გადაადგილება შეზღუდული. მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ განცხადებაში  ნათქვამი იყო, რომ საპოლიციო ძალები შემცირდებოდნენ, გავიდოდნენ, ჯებირები აღებული იქნებოდა და ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებოდათ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა   პოლიციელების რიცხვმა პირიქით იმატა, ჯებირები კი, ისევ ადგილზეა.

განცხადებაში იქნა ნათქვამი, რომ საპოლიციო ძალები შემცირდებოდნენ, გავიდოდნენ, ჯებირები აღებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა ნამოხვანისკენ გადაადგილება,პოლიციამ მგონი იმატა რაოდენობრივად, ჯებირიც ისევ ადგილზე დევს," - მიმართა გოლეთიანმა პოლიციელებს.

 რიონის მცველები აღნიშნავენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ვითარება არ გაამწვავონ. 

ხელისუფლებას საკუთარი თავი შეყავს ისეთ ჩიხში სადაც გაუჭირდება გამოსვლა. მაქსიმალურად ვცდილობთ განვმუხტოთ სიტუაცია და არ დაიძაბოს ისე რომ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდეს. მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ არ ვჩქარობთ, სრულიად ერი არის ჩართული ამ პრობლემაში," -  ამბობს გოლეთიანი.  

აქცია გუმათში 16:00 საათზე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი ადგილზე. რიონის მცველებმა უკვე დაანონსნეს, რომ პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. პირველი აქცია თბილისში  23 მაისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, 9-12 თვით შეჩერდება კაშხლის მშენებლობა, ხოლო ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ პროტესტის ადგილზე შემცირდება სამართალდამცავთა რაოდენობა და რიონის მცველებს კარვის გასაშლელად ადგილის არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.