ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

24.04.21 18:02
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში გზა  გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა და პროტესტის მონაწილეებმა  ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამართალდამცველებმა ხეობის მცველები ნამოხვანის მიმართულებით არ გაუშვეს. 

რიონის მცველები მოითხოვენ, გაიხსნას გზა და აქტივისტებს და მოსახლეობას მიეცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

რიონის მცველებმა უკვე დაანონსნეს, რომ პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. პირველი აქცია თბილისში  23 მაისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, 9-12 თვით შეჩერდება კაშხლის მშენებლობა, ხოლო ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ პროტესტის ადგილზე შემცირდება სამართალდამცავთა რაოდენობა და რიონის მცველებს კარვის გასაშლელად ადგილის არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.