ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია - ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს.
ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ "ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული 13 წლის ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ.
მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.