თბილისში არასრულწლოვანმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

04.03.21 13:25
თბილისში არასრულწლოვანმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

უმძიმესი დანაშაული შიდა ქართლში - სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა გოგონამ თბილისში ბავშვი გააჩინა. შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით მასზე ოჯახის მეგობარი, 50 წლამდე მამაკაცი ძალადობდა.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გოგონა დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დედამ შვილის ორსულობის ამბავი შეიტყო, საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა. ახლა ჩვილი თავშესაფარშია.  

ასევე ცნობილია, რომ არასრულწლოვანი 12 წლის ასაკში გააუპატიურეს და მას შემდეგ ძალადობის მსხვერპლი კიდევ რამდენჯერმე გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონაზე თავდაპირველად დედის მეგობარმა მამაკაცმა იძალადა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა . გომელაურის უწყება ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლით იძიებს, რაც 16 მიუღწეველთან სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები