სექსუალური ძალადობა 11 წლის მოზარდზე - ფაქტზე მამინაცვალი დააკავეს
ოზურგეთში 11 წლის გერთან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამინაცვალი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 30 წლის მამაკაცი. პოლიციას ფაქტზე თავად დაზარალებულმა ბავშვმა მიმართა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.