,,გრინსერვის +"-ის დირექტორი პოლიციაში ხელმეორედ დაიბარეს
ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში ხელმეორედ დაიბარეს. ,,გრინ სერვის +"-ის" ხელძღვანელი რამდენიმე წუთის წინ ვაკე საბურთალოს მთავარ სამმართველოში მივიდა.
ორ დღიანი დაკითხვის შემდეგ გამომძიებლებს ფურცხვანიძესთან ისევ კითხვები აქვთ. პოლიციის შენობაში შესვლამდე კაცს, რომლის კომპანიამაც ვაკის პარკში შადრევანი შეაკეთა, არაფერი უთქვამს.
ამ ამბამდე ცოტათი ადრე ლაშა ფურცხვანიძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია წინასწარ დადგმულს ჰგავდა.